ძლიერმა ქარმა წუხელ ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა (ვიდეო)


ძლიერმა ქარმახობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ქალაქ ხობში დაზიანებულია საქართველოს ფოსტის შენობის სახურავი. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება საჯიჯაოს, ახალი ხიბულის და ხამისკურის   ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას. დაზიანების ადგილებზე გასულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროულად აღუდგება.
ჭალადიდში,ხეთაში, ბიასა და ნოჯიხევში წაიქცა ხეები. “ხობი დასუფთავება და განათებას“ და ხობის სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა  წაქცეული ხეებისაგან გაწმინდეს გზის სავალი ნაწილი. ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ხიდი, რის გამოც ქარიატის საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი.
ნოჯიხევში გაზის მილს დაეცა გარე განათების ბოძი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.