მერი „ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებს შეხვდა



ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქუჩების განათების, დამატებითი ერთეული ურნების დადგმის და მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხები განიხილეს.
შეხვედრას მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიას ბიუროს უფროსი პლატონ ბერაია ესწრებოდნენ.
„2017 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ერთეული ნაგავმზიდი მანქანა და 100 ერთეული ურნა შეიძინა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასუფთავების კუთხით არსებული მდგომარეობა.  2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაიზარდა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფინანსება. ადმინისტრაციულ ერთეულებში დამატებით უნდა დაიდგას ურნები. ყოველივე ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ” - აღნიშნა მერმა.