გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი


8 მარტს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და „კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან“ არსებული სტუდიების მოსწავლეები ხალხური და საესტრადო სიმღერებით, ქართული ცეკვებითა და  ლექსებით წარსდგნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ ქალბატონებს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, - მხნეობა, ბედნიერი დღეების სიმრავლე და წარმატებები უსურვეს მათ.
ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.