სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - „მხიარული სტარტები“

6 მარტს, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მოძრავი თამაშები - „მხიარული სტარტები“ მიმდინარეობს. შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული 11 გუნდი მონაწილეობს. პირველობის დასკვნითი შეხვედრები 7 მარტს, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართება. სპორტული შეჯიბრება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ოლიმპიადის პროგრამა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად, ესენია: პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო შეჯიბრებები სკოლების ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად, სპორტის სახეობების მიხედვით; მე-2 ეტაპი - მუნიციპალური შეჯიბრებები, მე-3 ეტაპი - რეგიონალური და მე-4ეტაპი - ოლიმპიადის ფინალური თამაშები. ოლიმპიადა ტარდება შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.