ხობელი მძლეოსნების წარმატება

2-4 მარტს, ქალაქ თბილისის მძლეოსნობის დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 2001-2003 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი: ინდირა გრიგოლიანცი):
ლუკა გულუა - I ადგილიi (60 მ/რბენაში)
ლუკა გულუა - II ადგილი (200 მ/რბენაში)
ანი კვარაცხელია - III ადგილი (400 60 მ/რბენაში)
ლადო მორგოშია - IIIადგილი (400m მ/რბენაში)

ხობელ სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის სიგელები გადაეცათ.









შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას