ინფრასტრუქტურის მინისტრმა მდინარე ყორათზე აშენებული ხიდი დაათვალიერა (ვიდეო+ფოტო)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ მდინარე ყორათზე აშენებული ხიდი დაათვალიერეს.ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია.ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის შედეგად, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე 22 ადამიანი დასაქმდა.