ფოთისა და ხობის ეპარქიას საქართველოში შვედეთის ელჩის პირველი მოადგილე ეწვია

ფოთისა და ხობის ეპარქიას ეწვია საქართველოში შვედეთის ელჩის პირველი მოადგილე, ბატონი ერიკ სალმგრენ ვონ შანცი. ბატონმა ვიცე ელჩმა დაათვალიერა საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, წმიდა ნიკოლოზის სახ. ზ/ს საშ.სკოლა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, მოინახულა „ახალი აია სოფია“(ფოთის საკათედრო ტაძარი) და ბოლოს ფოთის საეპარქიო სახლში ეწვია ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.