„ცოტნეობაზე“ დეპუტატის მიერ დაანონსებული ახალგაზრდული პარკის პროექტი 2018 წელს დაიწყება


ქალაქ ხობში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ''ჭადრების ხეივანში'' გასართობი და რეკრეაციული ზონა მოეწყობა. 

პარკის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს “ხობი 2005” გამოვლინდა, რომელც პროექტირებას თვის ბოლოსთვის დაასრულებს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. 
პარკის მშენებლობა ორ ეტაპად წარიმართება. 
პირველი ეტაპი მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წელს განხორციელდება. 
ხობის პარკის მშენებლობისათვის 1,000,000 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობის შესახებ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ 2017 წლის 12 აგვისტოს "ცოტნეობის“ დღესასწაულზე დაანონსდა.
წყარო: https://www.facebook.com/GDDachiBeraia

კონკურსში გამარჯვებული პროექტის საპრეზენტაციო ვიდეო მასალა