შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა


5 მარტს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის პირველი ტურის მატჩი გაიმართა. გახსნით შეხვედრაში ხობის „კოლხეთმა“ მარნეულის „ალგეთს“ უმასპინძლა. შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. 
კოლხეთმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გოგიაშვილი, ლოლუა, ფიფია, ხარაბაძე, სულაძე, წურწუმია, ლობჟანიძე (მეფიშვილი), ჭანტურიძე, ჭედია, ტორაძე ( გერგაია), ნვანკვო (ცაგარეიშვილი). სათადარიგოები: გელაშვილი, ვეკუა, ვართაგავა, თევზაძე. მწვრთნელი: ედიკ საჯაია გოლები: ჭანტურიძე 5', ჭანტურიძე 67'

საფეხბურთო მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
მორიგ მატჩს, ხობის “კოლხეთი”, 12 მარტს, სტუმრად ბორჯომის „ბორჯომთან“ გამართავს.