გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღე ხობის მონასტერში

   
7 თებერვალს ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი  აღევლინა. 
   ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს  ანგელოზის დღე  დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა  აბრაამმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა,  ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, მესტიისა და ზემო-სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა,  ბორჯომოსა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა ლაზარემ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  და ეპარქიის სამღვდელოებამ  მიულოცეს. 
    მეუფე გრიგოლმა  ქადაგებაში რწმენის  გაძლიერებაზე და ურთიერთ სიყვარულზე ისაუბრა და საქართველო წმინდანებს  შეავედრა.