მერმა მოკრივეებს გამარჯვება მიულოცა

6 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ორთაბრძოლებში გამარჯვებულ ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოკრივეებს შეხვდა. (მწვრთნელები: ედიკა თოდუა და თემურ აბულაძე). ახალგაზრდა სპორტსმენებს, მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს.