ბუკიების "ჯინჯ"-ძირი ოჯახის ეთნოგრაფიული ფოტო

მღვდელმა ილია ბუკიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განათავსა საოჯაო ფოტო წარწერით... „ჩვენი დიდი ოჯახი. სამეგრელოში მას "ჯინჯ", ანუ ძირ ოჯახს ვუწოდებთ. ფოტო დაახლოებით 1949-50 წლებშია გადაღებული. სოფლის ცხოვრების ერთი ფრაგმენტი ჩანს ამ სურათზე. ფოტოზე მარცხნიდან სხედან: ბიძა - სევერიან ბუკია, მამაჩემი - რევაზ ბუკია, ბებია - ნუცა ხასია, მამაჩემის ნათლია - ვერი კორტავას დედა - ქსენია, ბიძა - ნუგზარ ბუკია და დიდი ბაბუა, ანუ პაპუ - სოლომონ ბუკია“.