მერის მოადგილემ ახალი წელი მიულოცა

ახალი წლის ღამეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა, ბეჟან ბერაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული პოლიციის, ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და ხობის ჰოსპიტლის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, ადამიანებს, რომლებიც ყოველი ახალი წლის ღამეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ. 2018 წელს ხობში ახალი სიცოცხლე - პატარა ბიჭუნა გაბრიელ ჯობავა დაიბადა, რომელიც ჯობავების ოჯახის მესამე შვილია. ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.