საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე თემით - ,,არა ძალადობას“ გამარჯვებულთა შორის ხობის №1 საჯარო სკოლა დასახელდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში 2017 წლის 1 დეკემბერს საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ოჯახში ძალადობის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ფინალური საკონკურსო ჩვენება გაიმართა. 

თემაზე ,,არა ძალადობას“ ვიდეორგოლების კონკურსი საჯარო სკოლებში პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში 2017 წლის მარტში გამოცხადდა და მასში საქართველოს მასშტაბით 307 საჯარო სკოლის 2279 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა რაიონულმა პროკურატურებმა რაიონების საჯარო სკოლებში კონკურსები ჩაატარეს და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ვიდეორგოლები გამოავლინეს. კონკურსის შედეგად პირველ ადგილზე გასული ვიდეორგოლები ფინალში გადავიდა.რეგიონალურ კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა ხობის # 1 საჯარო სკოლა,ვიდეო რგოლით „არა ძალადობას! შეგვიყვარე მამა!“მონაწილეობდნენ:ნატა კინწურაშვილი,ელენე გერგაია,კოკა გოგენია,მათე ბერაია,დათო ბოჭორიშვილი,მერაბ დოლბაია,დავით თუთბერიძე,მარი სიჭინავა,მარი ლეფსაია.ვიდეორგოლზე მუშაობდნენ:ნოდარ შონია,გიორგი ბუკია,ლუკა ზარანდია,გივი შანავა. საკონკურსო ფინალში სულ 186 მოსწავლის მონაწილეობით შექმნილი 20 ვიდეორგოლი გადავიდა. საფინალო ჩვენებაზე, რომელსაც ყველა კონკურსანტი ესწრებოდა, ხობის # 1 საჯარო სკოლა XI კლასის მოსწავლე ლუკა ზარანდიამ წარადგინა. 
ვიდეორგოლების ფინალურ საკონკურსო ჩვენებაზე წარმოდგენილი ვიდეორგოლები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თავმჯდომარეობით სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი მაიკლ გრანტი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა ფსიქოლოგი.
კონკურსზე საქართველოს მასშტაბით სამი გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდა. მესამე ადგილზე ხობის # 1 საჯარო სკოლა გავიდა,რომელსაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა კონკურსში გამარჯვებისათვის ფასიანი საჩუქრები და სპეციალური ჯილდო მუსიკალური ცენტრი გადასცა.
   შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის ფოთის პროკურატურას, ხობის რაიონის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.მადლობა სკოლის დირექციას,პედაგოგებს,მშობლებს,ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ჩვენს გამარჯვებაში.


ქ.ხობის №1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი