შემოდგომის ზეიმი ხობის N2 საბავშვო ბაღში

3 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებები დაიწყო. ზეიმი დღეს ხობის N2 საბავშვო ბაღში ჩატარდა. ლამაზად ჩაცმული პატარა გოგო-ბიჭები სიმღერებით და ლექსებით იწონებდნენ თავს დამსწრე საზოგადოების წინაშე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საბავშვო ბაღის აღმზრდელებს და აღსაზრდელებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.