ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ფოთისა და ხობის ეპარქიაში (ვიდეო)


8 ნოემბერს ფოთისა და ხობის ეპარქიაში დიდმოწამე  ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ლაზეთის ეპარქიიდან  გადმოაბრძანეს. ქ. ფოთის  საკათედრო ტაძარში  სადღესასწაულო ლოცვა  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა. ლუსკუმა წმინდა ნაწილებით  ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დასვენებული და მრევლს შესაძლებლობა ექნება მოილოცოს.
    ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები  ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს  ჩამოაბრძანეს.  სიწმინდე საქართველოში 6 თვის მანძილზე დარჩება და სხვადასხვა ეპარქიას მოივლის.