ხეთაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გემგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად:
√ იცვლება წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები;
√ კეთილმოეწყობა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი;
√ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამონტაჟდება პანდუსი;
√ კეთილმოეწყობა ბაღის ეზო;
√ მონტაჟდება კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.
√ ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი;
√ შესრულებულია სამუშაოების 30 პროცენტი;
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 389 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე 25 მუშახელია დასაქმებული.