ხამისკურში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ  ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერა. 
პროექტის შესაბამისად:
  • დაიგო ხელოვნური საფარი
  • გარემონტდა ღობე და სკამები
  • დამონტაჟდა განათების სისტემა
  • მოეწყო სანიაღვრე არხი და სტადიონამდე მისასვლელი ბილიკი.
სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 45700 ლარი შეადგინა.