ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი შეხვედრა

13 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში  ხობის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა გახსნა 66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დათუნა ჯობავამ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო არჩევნების მიმდინარეობა და  შედეგები. გამომსვლელმა და თანამშრომლებმა  არჩევნებში გამარჯვება  და  მუნიციპალიტეტის  მერის რანგში პირველი სამუშაო დღე მიულოცეს  არჩეულ მერს და   მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

    გოჩა ქაჯაიამ  ყველას მადლობა გადაუხადა და  საზოგადოებას, რომელმაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მაღალი შეგნება და სამოქალაქო კულტურა გამოავლინა, უსურვა  არჩევანის გამართლება, ერთიანობა, მშვიდობა  და კეთილდღეობა.