სოკარის რეგიონალური თასის გათამაშება ფეხბურთში

11 ნოემბერს, დასრულდა სოკარის რეგიონალური თასის გათამაშება ფეხბურთში, რომელიც  თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ბორის სიჭინავას ხსოვნას ეძღვნებოდა. 
   საფეხბურთო ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული შეხვედრების შემდეგ  გამოვლინდნენ პრიზიორები და ჩემპიონები. მესამე ადგილი  ხობის „კოლხეთმა“დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა სენაკის „ეგრისის“ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო  პირველი ადგილი მოიპოვა და ბორის სიჭინავას სახელობის პირველობის გამარჯვებული  ზუგდიდის „ბაიას“ ფეხბურთელთა გუნდი გახდა.
    ტურნირზე დაწესებული იყო პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო მეკარე გახდა საბა ახალაია (ზუგდიდი), საუკეთესო მცველი - ზურაბ მიქაია (ზუგდიდი),  საუკეთესო ნახევარმცველი გახდა ზურაბ ალანია (სენაკი), საუკეთესო თავდამსხმელი ცოტნე ბაჩილავა (ხობი), ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - დათა ფიფია (ზუგდიდი).

    ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონალური ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსი გოჩა თამაზაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბუირთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო კვარაცხელია.