წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ფოთისა და ხობის ეპარქიაში 8 ნოემბერს ჩამოაბრძანებენ


საქართველოს საპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს შემდეგ თვეებში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ. 

როგორც საპატრიარქოს ვებ–გვერდზეა აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.

სიწმინდეს   ფოთისა და ხობის ეპარქიაში 8 ნოემბერს 13:00 საათზე ფოთის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ და მის მოლოცვას  მრევლი 12 ნოემბრამდე შეძლებს.