სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - ფრენბურთი 2017

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის მუნიციპალური თამაშები აქტიურად მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტში. 11 ნოემბერს ქ. ხობში N 1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში გაიმართა. ტურნირის საბოლოო  შედეგები ასე გამოიყურება: 
ჭაბუკები
I ადგილი - ძველი ხიბულის  საჯარო სკოლა
II ადგილი - ხეთის საჯარო სკოლა;
III ადგილი -პ/მაისის საჯარო სკოლა

გოგონები
I-ადგილი ძვ.ხიბულის საჯარო სკოლა
II-ადგილი ახ.ხიბულის №2 საჯარო სკოლა

III-ადგილი - პ/მაისის საჯარო სკოლა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ხორციელდება. ოლიმპიადა 2018-ში ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე.