ესსეების კონკურსი

11 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, 1989 წლის 9 აპრილის თემაზე დაწერილი ესსეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში ქალაქ ხობის N2, პირველი მაისის და ხამისკურის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსანტების ნაშრომებს, ჟიური აფასებდა.  ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით ესსეების კონკურსის გამარჯვებული ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ვადაქარია გახდა.
I ადგილი - ნიკა ვადაქარია (ხობის N2 საჯარო სკოლა);
II ადგილი - ლუნა ჭაჭია (ხობის N2 საჯარო სკოლა);
III ადგილი - გიორგი ჭითანავა (პირველი მაისის საჯარო სკოლა);
IV ადგილი - ირაკლი შონია (ხობის N2 საჯარო სკოლა).
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ისტორია-მხარეთმცოდნეობის წრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წიგნები და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.