სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - კალათბურთი

11 აპრილს, ხობის  N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში,  ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით  საკალათბურთო პირველობა გაიმართა.
გოგონათა  შორის  ერთმანეთს  ახალი ხიბულის  N1   და  ქ. ხობის  N1  საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ხიბულის N1  საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა; ხოლო ვაჟებს  შორის  გამარჯვებული ქ. ხობის  N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. 
მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებული სკოლების გუნდები, რეგიონალურ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.