9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს; ხოლო საერო სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.

ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილს დაღუპული „ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყაროსთან“ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა.