ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა

წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო Cylindrocladium Buxicola), რომელიც ,,ბზის სიდამწვრის’’ სახელითაა ცნობილი, დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. კოლხური ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე.

ხობის მუნიციპალიტეტს,  სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ,  დამატებითი ქონების სახით  80 ლიტრი ბზის შესაწამლი ინსექტიციდი „ალპაკი-100ე.კ“ გადაეცა.  ხობის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობას  შეუძლია, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის   წარმომადგენლებს  მიმართოს ბზის შესაწამლი საშუალების მისაღებად და კოლხური ბზის დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები განახორციელოს.