სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში დასრულდა

14 მარტს ხობის  N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში,  ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის  სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში დასრულდა. ტურნირი ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  ორგანიზებით ჩატარდა. 
    შეჯიბრში გოგონათა ოთხი, ხოლო ჭაბუკთა ათი გუნდი  მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში  გოგონათა  შორის  ერთმანეთს  ახალი ხიბულის  N1   და  ქ. ხობის  N1  საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც პირველი ადგილი  ქ. ხობის  N1  საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.    ჭაბუკთა შორის მეორე ადგილზე ხეთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილი  ახალი ხიბულის საჯარო სკოლის გუნდმა  მოიპოვა.  გამარჯვებული სკოლის გუნდები  რეგიონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
    ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის  მოადგილე მახარე ჩოკორაია  ესწრებოდნენ.
     ჩემპიონები და პრიზიორები  სიგელებით,  თასებითა  და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 
















ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!