წარმატებები ტაეკვონდოში


13 მარტს ქ. გორში გაიმართა ქალაქ გორის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქალაქის 12-მა გუნდმა (სულ ასამდე მონაწილე).
ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ტაეკვონდოს ჯგუფის მოსწავლეებისთვის, მწვრთნელ-მასწავლებელი პაატა ოჩიგავა.
33 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ქრისტინე ბუკია. დამაჯერებლად იასპარეზეს 28 კგ წონით კატეგორიაში გიგი იოსავამ და 32 კგ წონით კატეგორიაში თემურ ალანიამ.
გამარჯვებულს ორგანიზატორებმა გადასცეს პირველი ხარისხის მედალი და დიპლომი.