ხობის „კოლხეთმა“ პირველი წრე დაასრულა


ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთმა“ საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი წრე დაასრულა. სეზონის ბოლო გასვლითი შეხვედრა „კოლხეთმა“ ჩხოროწყუში ადგილობრივ სამეგრელოსთან გამართა. საკმაოდ წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გუნდმა სეზონის ბოლო სამი ქულა სწორედ ამ შეხვედრიდან მიიღო და შესაბამისად სატურნირო ცხრილში თვრამეტი გუნდიდან მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა.
განვლილი სეზონის შეჯამება-განხილვა გაიმართა დღეს კლუბ „კოლხეთში“. შემაჯამებელ შეხვედრას ფეხბურთელებთან და გუნდის მწვრთნელთან გია გურულთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და კლუბის ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცა გუნდს მიღწეული წარმატებები და შემდგომი გამარჯვებები უსურვა მათ, ამასთან გუნდის თავკაცებთან ერთად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და კლუბს სამახსოვრო საჩუქრად ხატი გადასცა.