სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ოფისში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან, ფერმერულ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ENPARD-ის(ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ წარმომადგენელთა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.
ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონალური განვითარების ასოციაცია (RDA) თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა(ISET) ერთობლივად ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში: ხობი, სენაკი, აბაშა, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ცაგერი, ლენტეხი.
საუკეთესი ბიზნეს-იდეის გამოვლენის მიზნით, ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), ENPARD-სი ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში აცხადებს უკვე მეოთხე საგრანტო კონკურსს ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.
საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნეს-იდეის მქონე ფერმერთა ჯგუფები / სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის დაგეგმარებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ორგანიზაციული განვითარების ტრენინგებში, საგრანტო კონკურსის მომდევნო ეტაპზე ბიზნეს-გეგმის განაცხადის მომზადების მიზნით. ამასთან, მათ გაეწევათ ტექნიკური კონსულტაციები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ.
პროექტის განხორციელების პერიოდში, 4 წლის განმავლობაში შეირჩევა დაახლოებით 40 საუკეთესო ბიზნეს-გეგმის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე,ბიზნეს-გეგმის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყოფა დაბრუნებადი გრანტი 5,000-40,000 ევროს ფარგლებში (საშუალოდ, 30000 ევროს ფარგლებში, თითოეულ შერჩეულ ჯგუფზე).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 დეკემბერი, 18:00სთ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტის შესახებ, დაურიგდათ სახელმძღვანელოები ბიზნეს-იდეის განაცხადის მომზადების შესახებ და ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმები. აღსანიშნავია, რომ ხობის მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში, წინა ეტაპებზე, უკვე დაფინანსდა 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.