საპატიო ხობელის გოგიტა ჩიტაიას FB-ის გვერდიდან


12 აგვისტოს, ცოტნეობას ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა. პატრიარქის სიგელთან ერთად, რომელიც მე უფრო ადრე მივიღე, ამაზე დიდ ჯილდოს ჩემს დარჩენილ ცხოვრების მანძილზე ვერაფერს ვერ მივიღებ. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ხობელებს ჩემი მოკრძალებული შრომის ასე დაფასებისათვის. ის საქმე, რასაც მე ვემსახურები მარტოკაცი ვერაფერს ვერ მიაღწევს, რომ არა ჩემი მეგობრებისა და ახლობლების, ზოგადად ხობელების თანადგომა, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით არ არიან...ვერაფერს ვერ შევძლებდი. 
ხობელობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, არა იმიტომ, რომ ჩვენ სხვებზე უკეთესები ვართ, რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ღვთისგან გვერგო პატივი გვეცხოვრა იმ ტერიტორიაზე, რომელიც უხსოვარი დროიდან ხობის მონასტრისა იყო, ხოლო აქ მცხოვრები ხალხი კი, ხობის ყოვლადწმინდა ,,თეთროსანი’’ ღვთისმშობლის ყმები ვიყავით. ის, რომ ღვთისმშობლის მსახურეული მრავალათასიანი ლაშქარი გამოგარჩევს და დაგაფასებს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე. 
დედაღვთისა ფარავდეს ხობს, ხობელებს და სრულიად საქართველოს!