ცოტნეობის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტში

ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ლელობურთში 22 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი მოიპოვა ხობის ლელობურთთა გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ძველი ხიბულის გუნდი, მესამე ადგილი კი პატარა ფოთის გუნდმა დაიკავა. 

კულტურის სახლის ფოიეში ჟურნალისტი გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ნარდში დასრულდა. შეჯიბრში 55 მონარდე მონაწილეობდა. პირველი ადგილი გურამ ვართაგავამ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა იკა წურწუმია, მესამე ადგილი მოიპოვა ლევან ფოცხორაიამ. ჩემპიონი დაჯილდოვდა მაჟორიტარი დეპუტატის გოდარძი ბუკიას მიერ დაწესებული პრიზით.
ჭადრაკის ტურნირში, რომელიც ძმები რუბენ და იური ბახიების ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი, პირველ ადგილი გულადი დგებუაძემ, მეორე ადგილი ნუგზარ შუშანიამ და მესამე ადგილი რომანოზ ჯგერენაიამ მოიპოვეს.
საჭიდაო მანეჟში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში, შეჯიბრი გაიმართა 7 სხვადასხვა წონით კატეგორიაში. 

სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და სიგელებით. ცოტნე დადიანის პირველი ხარისხის დიპლომი და ჯილდო 500 ლარის ოდენობით გადაეცა მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ჯონი ხეცურიანს, ცოტნე დადიანის მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაშიჭაბუკთა შორის ნუგზარ წურწუმია
.
















































































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!