პროფესიული კავშირის V საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია

11 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, ხობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის V საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა. მოხსენებით გამოვიდა პროფ კომიტეტის თავმჯდომარე დინა ჯანჯღავა. კონფერენციაში აქტიურად ჩაერთვნენ და სიტყვით გამოვიდნენ რალა ჩემია, ცისანა სიხარულია, ნანა ბუკია და ნანა გვასალია. 
საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე განიხილეს და შეაჯამეს საჯარო მოსამსახურეთა ხობის მუნიციპალიტეტის პროფკომიტეტისა და სარევიზიო კომისიის მიერ 2010-2014 წლამდე გაწეული მუშაობა. დელეგატთა მიერ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დინა ჯანჯღავა, სარევიზიო კომისიის შემადგენლობა და საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის XI საანგარიშო-საარჩევნო კონგრესის დელეგატები. სიტყვით გამოსვლისას პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ თანადგომა გამოუცხადა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მათ ანგარიშზე გადარიცხა თანხა 200 ლარის ოდენობით და მოუწოდა საქართველოს მასშტაბით ყველა პროფკავშირულ ორგანიზაციებს ამ კეთილ საქმეში მიიღონ მონაწილეობა.