ლიბერთი ბანკის თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრი ქ. ხობში (video)



11 ივლისს ქ. ხობში დადიანის ქ. N190-ში ლიბერთი ბანკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. საზეიმო გახსნაში ლიბერთი ბანკის დირექტორმა დავით ვერულაშვილმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ მიიღეს მონაწილეობა.
სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
„ლიბერთი ბანკი" საქართველოში 1.4 მილიონ ფიზიკურ და 66 ათასზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.