1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით . ხობის განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისმხარდაჭერით გაიმართა ასფალტზე ხატვა. მოსწავლეთა სახლის ფოიეში მოეწყო გამოფენა, ხოლო ნორჩმა ჟურნალისტებმა საზეიმო კონცერტი გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა. კონცერტზე ორგანიზატორები პატარებს ნაყინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრულსანიმაციის განვითარების ფონდის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება.