“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხობში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად მამუკა ჭოხონელიძე დაასახელა.
ღონისძიებას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გიორგი ბარამიძე, გიგი წერეთელი და ნუგზარ წიკლაური ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” დაიწყებს აღმშენებლობის პროცესს საქართველოში და კვლავ განახლდება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც შეფერხდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მამუკა ჭოხონელიძე აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი იქნება სოციალური და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება ხობის რაიონში.