ხობის მეხანძრეებს პროფესიული დღე მიულოცეს

  
12 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში დასაქმებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და  საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დიანა ჯანჯღავამ მეხანძრის პროფესიული დღე მიულოცეს. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს მათ მიერ  მაღალპროფესიულად გაწეული საქმიანობისათვის და უსურვა მათ წარმატებები.