საპატიო ხობელი ვლადიმერ ქანთარია

ვლადიმერ ქანთარია 1950 წლის 23 ნოემბერს დაიბადა.1967 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა ხობის N 2 საშუალო სკოლა. 1968 წელს ჩაირიცხა ქ.კიევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ.ჟიტომირის საავადმყოფოში ექიმ-თერაპევტად. 1977 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ქ.ფოთის ქალაქის საავადმყოფოში ექიმ-თერაპევტად. 1989-91 წლებში დაამთავრა კლინიკური ორდინატურა ქ.თბილისის  თერაპიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. 1992-94 წლებში  მუშაობდა ხობის რაიონული საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ, ხოლო 1992-94 წლებში კი ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორად. ამჟამად მუშაობს ხობის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერენთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის წამყვან სპეციალისტად ჯანმრთელობის საკითხებში.
ჰყავს მეუღლე - კლარა ქირია (მეან-გინეკოლოგი) და ქალიშვილი ანი ქანთარია.

      ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ვლადიმერ ქანთარიას  ხობის საპატიო მოქალაქის  წოდება მიენიჭა.