მოსწავლეებმა გამწვანების აქცია მოაწყვეს

ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს  ქ.ხობში  გამწვანების აქცია მოაწყვეს. ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარ მაგისტრალსა და საცალფეხო ბილიკს შორის ათეულობით ხე დარგეს.  გამწვანების აქცია  ქ. ხობის წმ.სამების სხაელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა კირიონის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. აქციის ორგანიზატორები ამ ფორმით პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც თითოეულმა ადამიანმა ყოველწლიურად 12 ხე უნდა დარგოს. მსგავსი აქციები  მუნიციპალიტეტში კიდევ იგეგმება.