უსახლკაროთა თავშესაფრიდან ჟურნალისტი კლარა აბრამია კლინიკაში გადაიყვანეს

გაზეთ "თუთარჩელას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ჟურნალისტი კლარა აბრამია მოსკოვის გამზირზე მდებარე მიუსაფართა თავშესაფრიდან, კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ "პირველ რადიოს" თავშესაფრის ბენეფიციარებმა განუცხადეს, მათივე თქმით კლარა აბრამია თავს შეუძლოდ გრძნობდა რის გამოც 112 ექიმებმა მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ცნობილი ჟურნალისტი კლარა აბრამია წლების განმავლობაში გაზეთ "თუთარჩელას" გაზეთის გამოცემა 2007 წელს შეწყდა, შემდეგ კი სკანდალური სტატიებს კლარა აბრამია გიორგი სანაიას, ნუგზარ საჯაიას, ზურაბ ჟვანიას საქმეების შესახებ სხვადასხვა გაზეთებში აქვეყნებდა. 2013 წლის ივლისში კლარა აბრამია გაზეთ „ რაო რაოს“ დაუკავშირდა და საკუთარი ცხოვრების დეტალებზე უამბო. " საქართველოში ყველაფერი დავკარგე და უსახლკაროდ დავრჩი, საკუთარმა ძმამ და რძალმა მამისეულ სახლში არ შემიშვეს. ამიტომ, ავდექი და მოსკოვში წავედი, სადაც სხვადასხვა გაზეთთან ვთანამშრომლობდი. 2011 წლის 19 სექტემბერს ყველაზე შოვინისტურ რუსულ გაზეთ „ სოვეტსკაია როსიაში “ გამოვაქვეყნე წერილი, რომელშიც ვწერდი, რომ სააკაშვილი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია ამ სტატიის გამოქვეყნებიდან 10 დღით დამაპატიმრეს და მოსკოვის ციხეში 4 თვე გავატარე. რომ არა ედუარდ შევარდნაძე, ახლაც იქ ვიქნებოდი, ან საერთოდ არ ვიქნებოდი ცოცხალი. ჩემთან ერთად მჯდომი ერთ-ერთი პატიმარი ქალის დახმარებითმოვახერხე შევარდნაძისთვის დეპეშის გაგზავნა, მოსკოვის ციხეში ვზივარ, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მიშველეთ მეთქი. დეპეშის გაგზავნიდან მეორე დღეს გამანთავისუფლეს. არ ვიცი, შევარდნაძემ ვის დაურეკა, მაგრამ ფაქტია, რომ გამომიშვეს. იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემს დაპატიმრებაში კახა თარგამაძის ხელი ერია !" წერდა ჟურნალისტი კლარა აბრამია.

 http://pirveliradio.ge