საახალწლო ზეიმი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში

3 იანვარს ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, მაყურებლის წინაშე ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა წრის მოსწავლეებმა ლიტერატურულ  კომპოზიციებთან ერთად საცეკვაო და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს, საზოგადოებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია მიესალმნენ,  მიულოცეს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი წელი და მათ შემოქმედებითი ზრდა  და წარმატებები უსურვეს.