ფინალური მატჩი მაგიდის ჩოგბურთში

 4 - 7 ივნისს ქ. ხობში, კულტურის სახლის ფოიეში  ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხობის, თორსის, ხეთის, პირველი ხორგის, გურიფულის, ქარიატის, ახალსოფლის, შუა ხორგის, ქვემო ქვალონის, ნოჯიხევის, საჯიჯაოსა და ახალი ხიბულის წარმომადგენლები.
    სამოცამდე მონაწილე ოთხი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. შეჯიბრი ინდივიდულურ პირველობებში გოგონათა და ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა.
    გოგონათა შორის მესამე ადგილი დაიკავა მარიამ შონიამ (ნოჯიხევი). ფინალში ერთმანეთს შუა ხორგელები დაუპირისპირდნენ. ქრისტინა ბერაიამ დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 დაამარცხა თამუნა თითმერია, რის შედეგადაც გადაინაწილეს პირველ-მეორე ადგილები.
    მამაკაცებში მესამე ადგილი შუა ხორგელ თემურ თითმერიას ერგო, მეორე ადგილზე ნოჯიხეველი გოჩა სიჭინავა გავიდა. პირველი ადგილი მოიპოვა  ანრი მამფორიამ.
    პრიზიორები და ჩემპიონები შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდნენ გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა და მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ქვემო ქვალონის თემში გია გვაძაბია და შეჯიბრის  მთავარი მსაჯი ვლადიმერ გერგაია. ტურნირის მსვლელობას კურირებდა მთავარი სპეციალისტი სპორტის საკითხებში ლევან ლემონჯავა.
    შეჯიბრი ჩატარდა და დაფინანსდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში. დაჯილდოების დასაწყისში ტურნირის მონაწილეებმა, გულშემატკივრებმა და ორგანიზატორებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული შვიდი ახალგაზრდა ვაჟკაცის ხსოვნას.