საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ხობში

დღეს 17 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და შპს ,, მექანიზატორის``  დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. მინისტრი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავასთან, გამგებელ კახაბერ ბენიძესა და გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონიასთან ერთად  ნოჯიხევის თემში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის პროცესს დაესწრო, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები  დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
     სოფლის მოსახლეობა დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამას და კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მიწის დამუშავება თანამედროვე ტექნიკით სრულფასოვნად ხორციელდება.