ნორჩი ფეხბურთელების წარმატებები

  16-17 მარტს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭაბუკ ფეხბურთელთა ჩემპიონატი, სადაც ა(ა)იპ "ხობი სმუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის"  ნორჩმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.
 1997-1998 წწ-ში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ზუგდიდის "ოდიში" და ხობის "იმედი". შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
 1999-2000 წწ-ში დაბადებულ ჭაბუკთა შეხვედრა ხობის "იმედსა" და წალენჯიხის "სქურს"  შორის, ხობის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
 2001-2002 წწ-ში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ხობში ჩატარებულ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის "იმედი" და ზუგდიდის "ლაზიკა". შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

www.khobi-sakrebulo.ge/