ხანძარი საჯიჯაოს თემში


14 თებერვალს დაახლოებით 21.00  საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოედო თხილნარსა და ჩაის პლანტაციებს, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 50 ჰექტარი მიწის  ნაკვეთი  გადაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო ხობის, სენაკის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები მახარე ჩოკორაია და როსტომ კილასონია. ხანძარი გვიან ღამით 03:30 საათზე იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველო აწარმოებს.