ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვირუსული დაავადება „თურქულის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს



ხობის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვირუსული დაავადების  „თურქულის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ვაქცინაციასთან ერთად, მონაცემთა ბაზის შესაქმენლად მიმდინარეობს აცრილი საქონლის რეგისტრაცია, რის დასტურადაც თითოეულ საქონელს ყურზე უკეთდება სპეციალური სანომრე  ნიშანი. ამჟამად აცრილია 13 000 სულზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
აღნიშნულ სამუშაოებს   სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურთან  ერთად ახორციელებს.