სოციალური დახმარება სოფლის მეურნეობის დარგში


საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ქვეყანაში დაიწყო სოფლის მეურნეობის სფეროში მეორე სოციალური დახმარება. ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2013 წლის იანვრამდე შეუძლია ისარგებლოს ქვეყნის მასშტაბით სასოფლო სამეურნეო სამუშაოების და სასუქის შესაძენად 30 ლარიანი დახმარებით, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 800000 გლეხი და ფერმერი მიიღებს. გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ფილიალებში 2012წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.