სტარტი აიღო რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული პოლიცილელის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირმა


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით 20 ოქტომბერს სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების პირველობამ მინი ფეხბურთში, რომელიც  2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას ეძღვნება. ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი იღებს.
ფინალური შეხვედრა 25 ოქტომბერს, სოფელ ახალ ხიბულაში რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდი მისი სახელობის თასს დაეუფლება.